ჩემს შესახებ

                     მოგესალმებით ,  ჩემი ბლოგის სტუმრებო !
      მე ვარ ნონა ახალკაცი . ვმუშაობ  კონსალტინგური კომპანია 1PLUS21 GEORGIA-ში . ვარ ამ კომპანიის თანადამფუძნებელი და ბიზნეს ტრენერი .
 პირველად გენეტიკური ტესტირების შესახებ  2 წლის წინ გავიგე . სურვილი გამიჩნდა მეც გამევლო ეს ტესტირება და  უფრო უკეთ გამეგო საკუთარი შესაძლებლობები . მინდა გითხრათ ,რომ ამ ტესტირებამ ძალიან კარგად დამანახა ჩემი თავი სხვადასხვა კუთხით. პასუხები მივიღე ისეთ კითხვებზე ,როგორებიცაა ; როგორ განნვითარდეთ , როგორ ვიმუშაოთ და გამოვიყენოთ საკუთარი ძალები კარიერული ზრდისთვის , რომელი მიმართულებით  შევარჩიოთ სპეციალობა , რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ . ასევე გავიგე ჩემი ორგანიზმის უნიკალურობა და მდგრადობა სტრესების მიმართ . მივიღე ამომწურავი პასუხი ჩემი ორგანოების შესახებ. გავიგე რომელი ორგანოები მაქვს რისკის ქვეშ .  ბევრი რამ შევიტყვე ჩემი გენეტიკური მიდრეკილებების და ე.წ. "დამოკიდებულებების" შესახებ .  ყველაზე საინტერესო- ეს იყო სპორტის სახეობები  , რომლებშიც მე გენეტიკურად მაქსიმალური შედეგების მიღწევა შემიძლია .თუმცა , ჩემთვის ეს იმდენად მთავარი აღარ არის ,რადგან მე უკვე 41 წლის ვარ და ჩემს საყვარელ სპორტს -ფიგურულ სრიალს აწი ერთი ჩემპიონით  ნაკლები ეყოლება . მაგრამ , მე მაქვს ახალი ბიზნესი ,ახალი სფერო ,ახალი საქმიანობა .თავისთავად ,ჩემთვის საინტერესო იყო ის , თუ რამდენად სწორად ავირჩიე ჩემი ახალი საქმიანობა ..და ,დიახ, მე არ შევცდი !
   სამაგიეროდ ,მე მყავს 7 წლის ქალიშვილი სოფია . რომელიც ახლა იწყებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას .მე ,როგორც მშობელს , რათქმაუნდა მაინტერესებს ,როგორ აღვზარდო იგი წარმატებულ ადამიანად .სპორტი ,მეცნიერება ,ფსიქოლოგიური ტიპაჟი .. ვიცი ,რომელ სახეობებში ექნება მას მაქსიმალური შედეგები როგორც სპორტში ,ასევე სხვადასხვა საგნებში და მეცნიერულ მიმართულებებში .
     მეგობრებო , მე მინდა ეს სასარგებლო და საინტერესო თემა თქვენამდეც მოვიტანო ისე ,როგორც თითიეული თქვენგანი  ამას იმსახურებთ .
გისურვებთ ყველას წინსვლას და  წარმატებებს !
        პატივისცემით , ნონა ახალკაცი .



ყველაზე ხშირად მისვამენ 2 შეკითხვას : ვის და რატომ ?
ვის სჭირდება გენეტიკური ტესტირება და რატომ არის სასარგებლო მისი შედეგების გათვალისწინება-გამოყენება ?
მინდა ამ კითხვებზე საფუძვლიანი და ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
დავიწყოთ იქიდან ,რომ გენეტიკური ტესტირება არ არის დაკავშირებული ვარსკვლავების და პლანეტების განლაგებასთან. იგი არც ჰოროსკოპია და არც ქირომანტიაა. ეს არის კონკრეტული მეცნიერების -დერმატოგლიფიკის საფუძველზე შემუშავებული მეთოდიკა ,რომლებსაც ნიჭიერმა და საზრიანმა პროგრამისტებმა მისცეს პროგრამული სახე და მოახდინეს მისი პროგრამული უზრუნველყოფა .
გენეტიკური კვლევა წარმოებს უშუალოდ ადამიანის ხელის თითებზე განლაგებული უზორების კლასიფიკაციით. ამგვარი ანაბეჭდები კი ყოველი ადამიანის გენეტიკაში ერთადერთი და გამუნეორებელია.თავის მხრივ, თითის ანაბეჭდები მჭიდრო და განუყოფელ კავშირშია ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. შესაბამისად ,გენეტიკური ტესტირება - ეს არის მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული ბიომეტრიული ანალიზი. ანუ ,ის არც სისხლის ანალიზია და არც ადამიანის თმის ღერის გამოკვლევა.
გადავდივარ პირველ შეკითხვაზე : ვის სჭირდება გენეტიკური ტესტირება . ამ კითხვაზე ვსვამ პირიქით შეკითვას : ვის არ სჭირდება გენეტიკური ტესტირება? პასუხი მარტივია ! ტესტირება არ სჭირდებათ მათ , ვისაც არაფრის კეთება სურს , ვისაც არა აქვს სამომავალო გეგმები და მიზნები . ვინც არ სწავლობს და არ ვითარდება , ვისაც არ აქვს საკუთარი ბიზნესის შექმნის და მისი ეფექტურად მართვის სურვილი , ვინც არ ფიქრობს საკუთარ პერსპექტიულ მომავალზე , ვისაც არ სურს საკუთარი შვილების წარმატება , ვისაც არ სურს გახდეს ლიდერი ლიდერთა შორის , არ სურს მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს ბიზნესში , ვისაც არ აქვს ამბიცია მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს მისთვის ყველაზე რეზულტატიურ სპორტში და გახდეს ჩემპიონი . ტესტირება ასევე არ სჭირდებათ იმ ადამიანებს ,რომლებსაც არ ადარდებთ საკუთარი ჯანმრთელობა და არ სურთ აკონტროლონ რისკის ქვეშ მყოფი ორგანოები.არ აქვთ ინტერესი საფუძვლიანად დახვეწონ ის მეცნიერული მიმართულებები ,რომლებიც მათ სწავლას მიზანმიმართულს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის . ესენი არიან ადამიანები ,რომლებიც უბრალოდ არსებობენ და ინერტულად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას .
დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა და კარგად გააანალიზეთ : თქვენს ასეთი ადამიანი ხართ ? თუ ასეა ,მაშინ პრობლემა თქვენშია და არა გენეტიკურ ტესტირებაში .
გადავდივარ მეორე შეკითხვაზე ,რომელსაც ფაქტიურად უკვე ვუპასუხე კიდეც . მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთი რამ. დღეს ,როდესაც თუნდაც თბილისსში ასეულობით სკოლა ეჯიბრება ერთმანეთს მიღებულ ცოდნასა და პროფესიონალიზმში , იმიჯსა და ათასნაირ ნოუ-ჰაუ წამოწყებებში, , იბადება ერთი კითვა : რა უფრო აწყობს სკოლას ? მისი მოსწავლეების წინსვლა და წარმატება თუ 12 წლიანი " წარმოსახვითი ალმამატერობა" და სხვადასხვა მანიპულაციებით "პონტაობა" ? რათქმაუნდა , ყველა სკოლა ზრუნავს საკუთარ პრესტიჯზე!! ეს პრესტიჟი კი არა მხოლოდ წითელ-ყვითელი ავტობუსები და დახურული საცურაო აუზებია!
წარმატებულ და წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა არის ნებისმიერი სკოლის პრესტიჟი და გაწეული შრომის რეალური მაჩვენებელი !!
თუ მშობელმა იცის საკუთარი შვილის გენეტიკური მიდრეკილებები კონკრეტულ სასწავლო მეცნიერებებში ; იცის მისი მაქსიამლური მაჩვენებლები სპორტის კონკრეტულ სახეობებში ; იცის ბავშვის ფიზიოლოგია და ფსიქოლოგიური მიდრეკილებები ; მისი უნარები მომავალი საქმიანობის განვითარების სფეროში, - რა შედეგი მოჰყვება ამას ?! და, თუ სკოლამაც იცის მისი თითოეული მოსწავლის ყველა დაფარული თუ წარმოჩენილი შესაძლებლობები , იცის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები სასწავლო საგნებსა და სპორტის კონკრეტულ სახეობებში , აქვს წვდომა ისეთ ინფორმაციასთან ,როგორიცაა ბავშვის ფიზეოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები , მისი ტემპერამენტი და საზოგადოებაში მისი ადაპტაციის უნარი ,იცის პროფესიონალური მოღვაწეობის სფეროები და მიმართულებები და ასევე სიახლეების აღქმის მახასიათებლები .
ეს ყველაფერი რომ გაითვალისწინოს სკოლამ და ბავშვის მშობლებთან ერთობლივი ძალისხმევით ზუსტი მიმართულება მისცეს მოზარდის განვითარებას, იქნება თუ არა ეს მაქსიამლური წარმატება? გახდება თუ არა ასეთი სკოლა წარჩინებული მოსწავლეების რეალური "ალმა მატერი"?
ამ კითხვას გისვამთ თქვენ, ძვირფასო მკითხველებო : დედებო და მამებო, სკოლის პედაგოგებო და სპორტული გუნდების მწვრთნელებო, სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებო ,პატივცემულო სკოლის დირექტორებო და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებო , აკადემიის ლექტორებო და საბავშვო ბაღების მასწავლებლებო, ბებიებო , ბაბუებო და მზრუნველო დედმამიშვილებო ! ამ კითხვაზე პასუხი თქვენ უკვე უნდა გქონდეთ . დანარჩენ კითხვებზე კი უფრო დეტალურად , კონკრეტულად და კომპეტენტურად გიპასუხებთ მე ," GENETIC TEST GEORGIA"-ს მთავარი მენეჯერი , ნონა ახალკაცი .
გისურვებთ წარმატებებს !
571-052522.

2 комментария:

  1. მოესალმები ქალბატონო ნონა! მომეწონა ბლოგი,სადაც ნათლად არის გადმოცემული გენეტიკ ტესტის
    მნიშვნელობა ბავშვის პროფესიულ ჩამოყალიბეაბაში!
    ვურჩევ ახალგაზრდა მშობლებს ყურადღებით და სერიოზულად მოეკიდონ ამას სერიოზულად!!!
    პატავისცემით ლამარა ბრეგვაძე.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ქალბატონო ლამარა, მოგესალმებით !
      გენეტიკური ტესტირება ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვის სამომავლო აღზრდა-ჩამოყალიბებაში ,ასევე მოზრდილი ადამიანის პროფესიულ განვითარებაში.
      ეს მეცნიერული კვლევაა და მას მეცნიერული საფუძველბი უდევს .

      Удалить