დერმატოგლიფიკა - ტესტირების საფუძველი

    დერმატოგლიფიკა -შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა. მისი წარმოშობა დაკავშირებულია 1892 წელთან , როდესაც ინგლისელმა ბიოლოგმა , ჩარლზ დარვინის ბიძაშვილმა, სერ ფრენსის ჰალტონმა გამოაქვეყნა ნაშრომი თითის ანაბეჭდებზე . მან დაამტკიცა ,რომ  თითოეული ადამიანის პაპილარული ხაზები ,რომლებიც ქმნიან თითის ანაბეჭდებს, მკაცრად ინდივიდუალური ხასიათისაა .და რომ ცხოვრების მანძილზე ისინი არასოდეს იცვლება და არც ბერდება .
   ამრიგად ,დერმატოგლიფიკა -ეს არის მეცნიერება , რომელიც შეისწავლის ადამიანის თითებსა და ხელისგულებზე განლაგებულ პაპილარულ ხაზებს -ანაბეჭდებს, რომლებიც ადამიანს უყალიბდება ემბრიონალური განვითარების მე-13 კვირაში და მთელი სიცოცხლის მანძილზე უცვლელი რჩება . კანის და ნერვული სისტემის საერთო ემბრიონალური წარმოშობა არის დერმატოგლიფიკური კვლევების შედეგების ადეკვატურობის გარანტი .
     ტერმინი "დერმატოგლიფიკა" შემოთავაზებულ იქნა ორი მეცნიერის მიერ . ესენი იყვნენ ჰაროლდ კამინსონი და ჩარლზ მიდლო. 1926 წელს ამერიკელ ანატომთა 42-ე სხდომაზე "დერმატოგლიფიკა " დამტკიცდა როგორც ახალი სამეცნიერო ტერმინი .
კამინსონმა და მიდლომ ჰალტონის ნაშრომი და მეთოდიკა  უფრო დახვეწეს და სრულჰყვეს . ამ მეცნიერების ნაშრომებს ახლაც აქტიურად იყენებენ ანთროპოლოგები , ბიოლოგები და ყველა ის მეცნიერები ,რომლებიც ინტერესდებიან დერმატოგლიფიკით.



Комментариев нет:

Отправить комментарий